Piczo

Log in!
Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.

Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
Ok, I got it
  განსაცდელი, რომელიც უფალმა მოგვივლინა, ვფიქრობ, სწორედ ჩვენს გამოფხიზლებას ემსახურება - მძინარეთა გამოღვიძებას. ხშირად ჩვენი ცხოვრების წესი გვავიწყებს უფლის არსებობას, რის გამოც ვისჯებით... მერე მიზეზს ვეძებთ სხვაგან და სხვაში...
  საქართველო აგვისტოს დასაწყისში განვითარებულმა მოვლენებმა ერთ მუშტად შეკრა ხალხი, რომელიც უფალთან ეძებდა ნუგეშსა და შველას. უწმიდესის კურთხევით ტაძრებში ყოველდღე წირვა-ლოცვა აღევლინებოდა, მრევლიც არ აყოვნებდა...
  "როდესაც წმიდა მამები ხედავდნენ, რომ განსაცდელი არ ჰქონდათ ტიროდნენ, ღმერთმა დაგვივიწყაო და ღმერთი უგზავნიდა მათ განსაცდელსა და მწუხარებას. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მწუხარება ღვთისაგან ბოძებული წყალობაა. ჩვენი მწუხარება სიხარულით შეიცვლება...
  ყოველდღე უნდა შევთხოვოთ უფალს, დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, ამისთვის შეიძლება მოკლე ლოცვის თქმა: " უფალო, დიდება შენდა! წყალობითა შენითა დაგვიბრუნე აფხაზეთი და სამაჩაბლო"
  ვერავითარი მტერი ვერ გატეხს საქართველოს, საქართველო ძლიერია, საქართველო იყო და იქნება მთლიანი და ერთიანი" - უწმიდესი და უნეტარესი ილია II

გაავრცელეთ .
200 329 მაგთის აბონენტებმა იქნებ დარეკოთ, და თქვენი შემოწირული თითო ლარით დავეხმარებით მშენებარ ტაძრებს ბავშვთა სახლებს და ავადმყოფ ადამიანებს www.church.ge
პოპოვიჩის სიტყვები
ვინ მოიფიქრებდა, ვის ეგონებოდა,
ღმერთს გაიმეტებდა მავანი საცემრად,
ვაი მას, ვინც გულში მზაკვრულად გაივლო
იესოს შეპყრობა ხის ჯვარზე საცმელად.
ვინ მოიფიქრებდა, ვის ეგონებოდა,
მოციქულ იუდას ცოდვები დასცემდა,
თუმცა გულთამცნობმა უფალმა უწყოდა,
თავისი მოწაფე კოცნით რომ გასცემდა.
ვინ მოიფიქრებდა, ვის ეგონებოდა,
ვიღაცის სიცილით იესოს გაშოლტვა,
ვაი მას, ვინც უფალს აფურთხა, დასცინა,
ვინც გული აჯერა მათრახით ნაშოლტავს.
ვინ მოიფიქრებდა, ვის ეგონებოდა,
ძელზე გაგვიკრავდნენ იესო მაცხოვარს,
ნეტარ, ვინც იმავ დროს ღმერთს ევედრებოდა
ჯვარზე ნაწამების ტკივილთა დაცხრომას.
ვერავინ, ვერავინ ვერ მოიფიქრებდა
ქრისტე აღსდგებოდა ხელ-ფეხით ნამსჭვალი,
სიკვდილი მოკვდებოდა, სიცოცხლის წინაშე კი
ვერას გახდებოდა ლახვარი, სამსჭვალი.
მაცხოვრის სუდარა, ნახეთ
უწმინდესი და უნეტარესი
იესო ქრისტე
ქრისტეს მოძღვრება
წმიდა მამათა გამონათქვამები
ჯოჯოხეთი და სამოთხე
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
ნიშანი ზეციდან
დედა ღვთისა... როგორი იყო იგი?
მიკროჩიპი
  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
ჩვენი არსებობის მიზანი
ქრისტიანის ყოველდღიური ცხოვრების წესი
ანტიქრისტეს შესახებ
უხილავი ბრძოლა
წმიდა წერილი - სიყვარულის შესახებ
ჩემი კოლაჟები
ერთ ძველ იგავში ასე წერია:
კაცი იესოს წინაშე წარსდგა,
ნაფეხურების სახით ქვიშაზე
მთელი თავისი ცხოვრება ნახა.
იესომ უთხრა: „ხედავ, შენს კვალთან
ნაფეხურების რიგია ერთი,
ეს მე ვიყავი, ცხოვრების გზაზე
თან დაგყვებოდი მორწმუნეს გვერდით.“
უეცრად კაცი ძლიერ აღშფოთდა:
„განსაცდელის დროს რატომ მტოვებდი?
აქ ნატერფალი მხოლოდ ერთია
ნიშნად, რომ ჭირში ვერა გპოვებდი.“
იესომ ტკბილად გასცა პასუხი:
„გზა ნავალია ერთ-ერთის ფეხით,
რადგან ცხოვრების მძიმე წუთებში
დაგატარებდი აყვანილს ხელით.“
ლამაზი სურათები
ჩემი სურათები
"ათი მცნება"

1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.

4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.

5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.

6. არა კაც-ჰკლა.

7. არ იმრუშო.

8. არ იპარო.

9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.

10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.
წერილი ღმერთს
შუაღამე იდგა.
საბჭოთა არმიის ერთი ნაწილი სასტიკი ბრძოლისთვის ემზადებოდა. სიჩუმეში საყვირის ხმა გაისმა. ეს შეტევაზე გადასვლის ნიშანი იყო. უფრო კი - სიკვდილთან შესახვედრად უხმობდა მეომრებს. საყვირის ხმაზე ჯარისკაცები წამოიშალნენ. მათ შორის იყო ალექსანდრე ზაცეპაც. ალექსანდრესთვის ეს შეტაკება პირველი როდი იყო, მაგრამ ახლა გული სულ სხვაგვარად უცემდა, თვალი სხვას ხედავდა და სიტყვებიც ისეთი მოსდიოდა, აქამდე რომ არ იცოდა და არასოდეს წარმოეთქვა... იმ ღამით, ბრძოლაში გასვლის წინ, ღმერთმა წყალობით მოხედა მას, გონების თვალი აუხილა და გული გაუხსნა; წუთისოფლის ამაოება, სიცრუე და მარადიული ღმერთის დიდებულება უჩვენა. საოცარ სიხარულს და ტკივილს ერთდროულად გრძნობდა. განახლებული გული განცდილს ვეღარ იტევდა. ჯიბეებში საწერ-კალამი და ფურცელი მოიჩხრიკა და წერა დაიწყო. დრო აღარ ჰქონდა. მისი სიცოცხლე მთავრდებოდა. უნდა მოესწრო.
ეს ამბავი მეორე მსოფლიო ომის მძვინვარებისას, 1944 წელს მოხდა. იმ შეტაკებაში თითქმის ყველა დაიღუპა. გამთენიისას სანიტარულმა ინსპექტორმა, რომელიც დაღუპული მეომრების გვამებს ათვალიერებდა, ერთ-ერთის ფარაჯაში ფრონტისეულად გაკეცილი სამკუთხა ბარათი ნახა. ჯარისკაცს იგი ფარაჯის გარეთა ჯიბეში ჩაედო, ალბათ იმ განზრახვით, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ბარათს იოლად იპოვნიდნენ. დაღუპული ალექსანდრე ზაცეპა იყო. ბარათზე კი სიცოცხლის ბოლოს, თავის გულში აღმოჩენილი ღმერთისთვის ნათქვამი ეწერა.
მისმინე ღმერთო… არცერთხელ ჩემს ცხოვრებაში შენთან არ მისაუბრია, მაგრამ დღეს მინდა სალამი მოგიძღვნა. შენ იცი, ბავშვობიდანვე სულ ამას მეუბნებოდნენ, რომ შენ არა ხარ, და მე სულელმა, ეს დავიჯერე. შენს ქმნილებათა მჭვრეტელი არასოდეს ვიყავ, და აი, ღამით, კრატერიდან, ხელყუმბარამ რომ ამოგლიჯა, ვუყურებდი ვარსკვლავიან ცას, თავს რომ მეკიდა, და ამ ციმციმით აღტაცებული უცბად მივხვდი, რა საშინელი შეიძლება იყოს სიცრუე.
არ ვიცი ღმერთო, გამომიწვდი კი ხელს ? მაგრამ ერთს გეტყვი, შენ მე გამიგებ. საკვირველია, ამ ჯოჯოხეთში გული განათდა და შეგიცანი. ამის გარდა კი არაფერი მაქვს სათქმელი.
და კიდევ ერთი - მიხარია, შენ რომ გიხილე. შუა ღამისას იერიშზე უნდა წავიდეთ. არ მეშინია, შენ ჩვენ გვიყურებ. მესმის საყვირი. წასვლის დრო დადგა. რა კარგი იყო აქ, შენთან ყოფნა. ამასაც გეტყვი: შენ უწყი, თუ რა სასტიკი იქნება ბრძოლა; და შეიძლება, რომ დღესვე ღამით შენს კართან დავდგე…
თუმცა აქამდე შენს მეგობრად არ ვითვლებოდი, დამრთავ მე ნებას შენთან შემოსვლის, როცა კი მოვალ ?
მგონი ავტირდი… ღმერთო, ხომ ხედავ, რაც მოხდა ჩემს თავს - შენ შეგიცანი. მშვიდობით ღმერთო - მივდივარ, და არ მგონია უკან დავბრუნდე; უცნაურია - ახლა სიკვდილის არ მეშინია.
სიცოცხლის ბოლოს ღმერთის აღიარებით, რუსი ჯარისკაცი ალექსანდრე ზაცეპა მონანულ ავაზაკს მიემსგავსა, რომელიც „აღასუბუქნა მეცნიერებამან ღმრთისმეტყველებისამან“.
„მომიხსენე მე უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“, - ასეთი გულშემუსვრილებით ითხოვა ავაზაკმა. „თუმცა აქამდე შენს მეგობრად არ ვითვლებოდი, დამრთავ მე ნებას შენთან შემოსვლის, როცა კი მოვალ?“ - ამბობს ბოლო წუთებში ალექსანდრე ზაცეპა. და სიკვდილის აღარ ეშინია, რადგან შეიცნო. შეიცნო და მისი სული განათდა. განათდა იმედით, სიყვარულით - ღვთისადმი სიყვარულით, რომელმაც მისი გულიდან სიკვდილის შიში განდევნა.
მინაწერი:
ეს წერილი ფრონტზე ხელიდან ხელში გადადიოდა. იმ ჯოჯოხეთურ დღეებში მრავალი სულისთვის ჭეშმარიტების შეცნობის საწინდარი გახდა და შესაძლოა, დღესაც, ყოველ სულში დრომდე დაფარულის გასაღები აღმოჩნდეს.